ქუთაისში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს მერია დაეხმარა
ქუთაისში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა და მოადგილე ნინო თვალთვაძემ მიუტანეს.
სოციალური აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და UNICEF-ის (გაერო-ს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ.
დღეს ბოშათა ოჯახებს ვესტუმრეთ და გავაცანით ის რეკომენდაციები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი, მოვუტანეთ სურსათი და ჰიგიენური საშუალებები, რათა დარჩნენ სახლში და დაიცვან შესაბამისი წესები“, – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
ამანათები საცხოვრებელ ადგილებზე ბოშათა 30-მდე ოჯახს მიუტანეს.