გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდა ადამიანებზე დაიწყეს

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდა ადამიანებზე დაიწყეს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურმა ინსტიტუტმა BNT162-ის ცდის ნებართვა მიიღო.

დაწყებით სტადიაზე ვაქცინის სხვადასხვა დოზას 200 ჯანმრთელ პაციენტს შეუყვანენ, რომელთა ასაკი იქნება 18-დან 55 წელი.

მეორე სტადიაზე უკვე რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე გამოცდიან.

ვაქცინის შემუშავებაში კომპანია Biontech-ი და უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია – Pfizer-ი მონაწილეობდა.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 145 694 მიაღწია, თითქმის 100 ათასი პაციენტი განიკურნა, ვირუსს 4900 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები