ინგუშეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა

ინგუშეთში, სადაც 497 393 ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით 354 ადამიანია ინფიცირებული.

რუსეთის რეგიონალური ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე – ღამეში რესპუბლიკაში 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში ერთი ლეტალური შემთხვევაც გამოვლინდა და ჯამში ვირუსს უკვე 13 პაციენტი ემსხვერპლა.

ერთ დღეში 12 ადამიანია გამოჯანმრთელდა, ჯამში 50 პაციენტმა შეძლო ვირუსის დამარცხება.

ინგუშეთში თვითიზოლაციის რეჟიმი 30 მარტიდან მოქმედებს. რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 3 მარტს დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები