სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1473-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 72-ით გაიზარდა და, ჯამურად, 1473 შეადგინა, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
რესპუბლიკაში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გარდაცვლილია ისევ 24 ადამიანი.
ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 633-მდე გაიზარდა.
სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.