WHO: ახალი ტიპის კორონავირუსს ცხოველური წარმოშობა აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2 ცხოველური წარმოშობა აქვს, რადგან აქამდე მასზე ცნობილი ყველა მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი ლაბორატორიაში ან რამე მსგავსი მეთოდით არ შექმნილა.

ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ფადელა ჩაიბმა განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი ალბათობით, თავდაპირველად ვირუსის მატარებელი იყო ცხოველი, კერძოდ, ღამურა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როგორ განიცადა ვირუსმა ცვლილება და გადაედო ადამიანს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ვირუსის ხელოვნურად შექმნას არ გამორიცხავენ.

გასულ კვირას Fox News-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი ადამიანი, ვინც ვირუსით დაინფიცირდა, იყო უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც იზიარებს, რომელიც აცხადებს, რომ პეკინი პასუხს აგებს, თუ გაირკვა, რომ კორონავირუსის შესახებ მონაცემს “შეგნებულად” მალავდა.

დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ავსტრალია და გერმანიაც იზიარებენ.

თავის მხრივ, ჩინეთი უარყოფს ვარაუდს, რომ ვირუსი ლაბორატორიულად შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები