აშშ-სა და ბრაზილიაში კარანტინის წინააღმდეგ აქციები იმართება(ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის რამდენიმე შტატში გასული კვირიდან საკარანტინო ზომების წინააღდმეგ აქციები იმართება.

შტატების მცხოვრებლები გუბერნატორებისგან ეკონომიკის გახსნასა და ზომების შესუსტებას ითხოვენ.

პროტესტს დადებითი შეფასებებით ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც შეუერთდა, რომელსაც ეკონომიკის გახსნის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

მსგავსი აქცია ბრაზილიის დედაქალაქშიც გამართა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუც შეუერთდა. ის კორონავირუისთან დაკავშირებულ “აჟიოტაჟს” უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გასულ კვირას თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრიც გაათავისუფლეა, რომელიც მკაცრი საკარანტინო ზომების დაცვის წინადადებით გამოდიოდა და ხალხში მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები