ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში კორონავირუსის სტატისტიკა კარგია, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, საფრთხე ჯერ კიდევ არის
“რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ გვყავს ორი გამოჯანმრთელებული, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რადგან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის”, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსადნრე მოწერელიამ განაცხადა.
“რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ჩვენ ორი გამოჯანმრთელებული გვყავს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად არავინ იმყოფება. გვაყვს ერთი ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობას ბათუმში გადის. რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის. თვითიზოლაციაში იმყოფება 140 ადამიანი, კარანტინში რაოდენობა შემცირებულია და დაახლოებით 52 ადამიანი იმყოფება”, – განაცხადა მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის შეფასებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ ხალხმრავალი შეკრებების თავიდან არიდებას შეუწყო ხელი.
“ხალხმრავლობა ავირიდეთ, თუმცა გარკვეული დისკომფორტი აქვს მოსახლეობას. ყველას გვესმის ის, რომ ეს დისკომფორტი განპირობებული არის ჩვენივე მოსახლეობის და ჩვენივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”, – აღნიშნა მოწერელიამ.
რაც შეეხება სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას, ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, არავინ დაჯარიმებულა. თუმცა, მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით სულ 7 პირი სხვადასხვა დარღვევაზე დაჯარიმდა.
“იყო მხოლოდ დარღვევები ავტომანქანით გადაადგილებისა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო, დაჯარიმდა სულ შვიდი პირი”, – აღნიშნა გუბერნატორმა.
ცნობისთვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 36 პირი იმყოფება. გარდა ამისა, ფოთის ტირ პარკში 72 მძღოლია მოთავსებული.
რაც შეეხება თვითიზოლაცია – რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 174 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს. გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი “კოვიდ19-ზე” არის უარყოფითი.