კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24-ვე ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მედიას განუცხადა.
“ნიმუშები მხოლოდ ცხელების ცენტრებიდან იქნა აღებული და ოცდაოთხივეს პასუხი უარყოფითია კორონავირუსზე, ასე რომ, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ე.წ ცხელების ცენტრებსა და საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, 10 საკარანტინო ლოკაციაზე 603 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 23 ადამიანი რჩება.
კახეთში ამ დრომდე კორონავირუსით
დაინფიცირების არცერთი შემთხვევა გამოვლენილა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი და გარდაიცვალა – 4. სტაციონარში მეთვალყურეობას 571 მოქალაქე გადის და კარანტინის რეჟიმში 4816 ადამიანი იმყოფება.