ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 247 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა

ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 247 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა, პასუხები გვიან ღამით იქნება ცნობილი, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.

“გუშინ საღამოს ბოლნისის კლინიკიდან ლუგარის რაბორატორიაში 247 ადამიანის საკვლევი მასალა გავგზავნეთ, მათი პასუხები, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გახდება ცნობილი. გუშინ ჩვენი კლინიკიდან ასევე გაიგზავნა 95 ადამიანის საკვლევი მასალა და, საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია”, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 54 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 4  ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4779 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 561 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები