“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ერთი პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი.
„თბილისის ზღვის ცხელების ცენტრში, ამჟამად, 45 პაციენტია. 40 პაციენტის ანალიზები იქნა გაგზავნილი ლუგარის ცენტრში, მათგან კოვიდ 19 არცერთს დაუდასტურდა. რაც შეეხება მძიმე პაციენტს, ის უკვე გადაყვანილია პროფილურ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზეა, მდგომარეობა კრიტიკულია”, – განაცხადა ბექაიამ.