ახალგორის ტყეში მესამე დღეა, ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონში მესამე დღეა, ტყის ხანძარს ვერ აქრობენ.

როგორც ადგილობრივ მედიას სამაშველო-სახანძრო ნაწილის ე.წ.ხელმძღვანელმა, მიხაილ ლაზარევმა განუცხადა, ტყეში ფოთლები იწვის, მაშველები დღის საათებში ხანძართან გამკლავებას ახერხებენ, ხოლო ღამის საათებში ის ისევ ჩნდება.

მისივე თქმით, ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა და ტექნიკას ადგილამდე მისვლა უჭირს, მეხანძრეები ფეხით გადაადგილდებიან, ცეცხლს ნიჩბებით აქრობენ.

აღსანიშნავია, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტთან არის ახლოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები