თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სასტუმროების მუშაობაში ცვლილება შევა

თურქეთში კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით სასტუმროები მუშაობის ახალ სტანდარტზე გადავლენ.

კერძოდ, იგეგმება COVID-19-ისგან უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების სტანდარტებზე სერტიფიცირების გავლა.

მოსალოდნელია, რომ ადამიანების განთავსების ობიექტებს სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფა დაევალებათ, ასევე, პერსონალის ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება.

ამასთან, ტურისტებისთვის ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტის წარდგენაზე საუბარი არ არის.

ხმელთაშუაზღვის სასტუმროებისა და ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე, ერქან იაღჩი მიიჩნევს, რომ ტურისტები ხალხმრავალ ადგილებს მოერიდებიან იმიტომ, რომ ინფიცირების საფრთხე ყველგან არსებობს.

“სასტუმროების მუშაობა შეიცვლება, რომ სერტიფიცირების გზით შიში დავძლიოთ. აღნიშნული ჩვენს სტუმრებს დაამშვიდებს”.

მოსალოდნელია, რომ პროექტის განხორციელება უკვე მაისიდან დაიწყება და შეეხება ტურისტული პროცესის ყველა სფეროს: მიღებას, განთავსებას, გართობას – შესაბამისად, სავარაუდოდ, შეეხება ავიაკომპანიებს, ტრანსპორტს, მუზეუმებს და რესტორნებს.

სერტიფიცირების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მომსახურება იქნება დაუშვებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები