გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი: ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე მსოფლიო კორიფეები არიან

სამედიცინო უნივერსიტეტის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგის, პროფესორ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ის შედეგები, რაც დღეს გმირმა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დადეს, განცვიფრებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დააფასოს.

„ჩვენი კოლეგები ყველანაირ საშუალებას ფლობენ იმისთვის, რომ ეს პროცესი სათანადოდ მართონ. მე უდიდესი მოკრძალებითა და პატივისცემით მინდა, მოვიხსენიო ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე. ესენი არიან მსოფლიო კორიფეები და მათ ჭკუას ეკითხება მსოფლიო წამყვანი სამედიცინო ინსტიტუტები.
ის შედეგები, რაც დღეს გმირმა ქართველმა კოლეგებმა, მებრძოლმა ექიმებმა, მედპერსონალმა დადეს და ანახეს მსოფლიოს, გაოცებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დავაფასოთ“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები