ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკა, ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათგან ორი შუახნის, ერთი კი ბავშვია. კლინიკაში, ამ დროისთვის, Covid19-ზე მკურნალობას 23 პაციენტი განაგრძობს.

შეგახსნებეთ, ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო, ჯამურად,   კორონავირუსისგან ხუთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. იმერეთის მასშტაბით სულ, ამ დროისთვის, Covid19-ით გამოჯანმრთელების ცხრა შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები