“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მისი ანალიზები, კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს იგზავნება”

“კორონავირუსზე 34 კვლევა იქნა ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი და 34-ვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ”, – ამის შესახებ “თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი ანალიზები, კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს იგზავნება.

„ამ წუთისთვის, კლინიკაში 43 პაციენტია. 34 კვლევა იქნა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და 34-ვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კლინიკაში ერთი არის კრიტიკული პაციენტი, რომელიც წალკიდანაა გადმოყვანილი და მასთან აღინიშნება ცალმხრივი პნევმონია. ამ პაციენტთან ჯერ არ არის კვლევა ჩატარებული და ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები