შემოსავლების სამსახური: მებაჟე ოფიცერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცერი, რომელსაც ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
„დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან მას კონტაქტი არ ჰქონია. შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.