ცაგერის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი იმყოფება

ლენტეხში კორონავირუსის პირველი ფაქტის დადასტურების შემდეგ, ცაგერის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 17 ადამიანი იმყოფებოდა. აღნიშნულ პირებს პირველადი და სამსახურეობრივი შეხება ჰქონდათ ლენტეხში მცხოვრებ დაინფიცირებულ 53 წლის მამაკაცთან.

ამ დროის მონაცემებით, ცაგერში თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი იმყოფება.

როგორც “რეგიონული კვირას“ ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა,  ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე 17 პიროვნება გადიოდა მკაცრ თვითიზოლაციას.

​“ჩვენ გამოვკვეთეთ ის პიროვნებები, რომლებიც პირველად და უშუალო შემხებლობაში იმყოფებოდნენ დაავადებულთან. ამ დღეების განმავლობაში, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებთან ყოველ საათობრივი მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსის სიმპტომები და ნიშნები არ გამოვლენიათ და ყველა მათგანის ვადები მშვიდობიანად ჩამთავრდა“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

​ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 84, ხოლო გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები