კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით 100-მდე პირია ინფიცირებული – გარდაცვლილია 3 მღვდელმსახური
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიაწოდა.
ორშაბათიდან ცნობილი გახდა, რომ ლავრაში COVID-19- ის გავრცელების გამო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.
ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, კიევ-პეჩერის ლავრაში ამ დროისთვის ინფიცირებულია დაახლოებით 100 ადამიანი.
გარდაცვლილია სამი მღვდელმსახური. მათგან ერთ-ერთს პნევმონიის მწვანე დიაგნოზი დაუდგინდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მონასტერი მრევლისთვის მთლიანად დაიხურა.