ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 88 ინფიცირებული პაციენტიდან, სამის მდგომარეობა მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფი 88 ინფიცირებული პაციენტიდან სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე ინფორმაციით, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს საავადმყოფოს.
„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან ექვსი მართვით სუნთქვაზეა, სამი ნაზალურ სიმპაპზე. სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰემოდინამიკის რღვევით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ანალიზის ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ სავარაუდოდ ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები