საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 385-მდე გაიზარდა, მათგან 84 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 84 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5053, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527 პირი.