ქარელში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. აღნიშნული ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
“მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოსა და ადგილობრივების ყოველდღიურობას”, – განაცხადეს უწყებაში.