ვეტერანთა თანადგომის აქციებს კომპანია ”ალგეთი ველი” შეუერთდა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ვეტერანთა დასახმარებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გარდა, თანადგომის აქციებში კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც ერთვებიან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს კომპანია ”ალგეთი ველის” დირექტორი, ვუგარ გიუმაიევი დაუკავშირდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, თავისი წვლილი შეეტანა ვეტერანთა თანადგომის აქციებში. კომპანიამ, ამ მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგა, რისთვისაც მას უწყება მადლობას უხდის.

როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, კომპანიასთან მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც უწყების ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. უწყების დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და ვუგარ გიუმაევი შეთანხმდნენ, მხარეებს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

კომპანია ”ალგეთი ველი” მარნეულის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს ფლობს და, ძირითადად, აწარმოებს რძის პროდუქტებს, რომელთა უმეტესი ნაწილი, ექსპორტზე გააქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები