კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 366 დევნილ ოჯახს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

კასპის მუნიციპალიტეტში 366 დევნილი ოჯახი ცხოვრობს – მათ შორის, კასპის, სოფელ თელიანისა და მეტეხის კომპაქტურ დასახლებებში – 315,  ხოლო კერძო სექტორში – 51 ოჯახი. სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულება 70 ლარს შეადგენს.

“კასპის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას”, –  ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები