რუმინეთის შსს-მ ეკლესიასთან მიღწეული შეთანხმება შეცვალა – მრევლი ეკლესიაში არც წმინდა ცეცხლის და არც ნაკურთხი “პასკის” ასაღებად არ მივა
რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარსელ ველა განცხადებით, რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიღწეული შეთანხმება შეიცვალა.
ეკლესიასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მრევლს ნაკურთხი სააღდგომო “პასკების” წაღება ეკლესიების შესასვლელებიდან 17 და 18 აპრილს, დილის 07:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე შეეძლოთ, თუმცა ეს პირობა შეიცვალა და “პასკებს” სახლებში სასულიერო პირები და ხუთამდე მოხალისე დაარიგებს, რომლებიც დამცავ სამოსში იქნებიან.
ანალოგიური წესი გავრცელდება წმინდა ცეცხლზეც.
გუშინდელი შეთანხმებით, შსს ეკლესიას წმინდა ცეცხლის განაწილებაში დახმარებას ჰპირდებოდა. რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს ცეცხლს სახლებში სამართალდამცველები და მოხალისეები მიუტანდნენ. დანარჩენ მრევლს უფლება ჰქონდა, ცეცხლის წამოსაღებად ეკლესიაში მისულიყო, ოღონდ – დისტანციის დაცვით.
თუმცა, ახალი წესით, მრევლის ცეცხლის წამოსაღებად ეკლესიაში არ მივა, არამედ მრავალსართულიან სახლებში გამოიყოფა ერთი ადამიანი, რომელიც მეზობლებს დაურიგებს ცეცხლს.