ლანჩხუთში მცხოვრები 500-მდე ოჯახი 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაასრულა. პროექტის განხორციელების შედეგად, ლანჩხუთში მცხოვრები 500 -მდე ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.
“პროექტის ფარგლებში, 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი და 14 კმ გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ასევე, მოხდა აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანება . პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.