რუმინეთის შსს-სა და ეკლესიას შორის შეთანხმება შედგა – მრევლს წმინდა ცეცხლს სახლებში დაურიგებენ

რუმინეთის შსს-სა და ეკლესიას შორის სააღდგომო რიტუალების ჩატარებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც მორწმუნეები რიტუალების ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას.

შეთანხმების თანახმად, მრევლს ნაკურთხი სააღდგომო “პასკების” წაღება ეკლესიების შესასვლელებიდან 17 და 18 აპრილს, დილის 07:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან, ეკლესიას ევალება, “პასკების” დარიგება ისე მოაწყოს, რომ ხალხმა უსაფრთხო დისტანცია არ დაარღვიოს. 65 წელს ზემოთ მორწმუნეებს “პასკებს” მოხალისეები სახლში მიუტანენ.

ასევე, შსს ეკლესიას წმინდა ცეცხლის განაწილებაში დაეხმარება. რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს მას სახლებში სამართალდამცველები და მოხალისეები მიუტანენ. ასევე, წმინდა ცეცხლს მიაბრძანებენ საავადმყოფოებში.

დანარჩენ მრევლს შეეძლება, ცეცხლის წამოსაღებად ეკლესიაში მივიდეს, ოღონდ – დისტანციის დაცვით.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა 14 აპრილს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 მაისამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები