ჩეხეთში 20 აპრილიდან კარანტინი 5 ეტაპად მოიხსნება
ჩეხეთის მთავრობამ საკარანტინო ზომების შესუსტების გეგმა წარადგინა, რომელიც 20 აპრილიდან 5 ეტაპად განხორციელდება.
როგორც ქვეყნის მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრმა, კარელ გავლიჩეკმკა განაცხადა, 20 აპრილიდან აგრარული ბაზრები, სახელოსნოები, გაიხსნება, ასევე, პროფესიული სპორტული გუნდები განაახლებენ ვარჯიშებს. ასევე დასაშვები იქნება ქორწილები, რომლებშიც 10-ზე მეტი ადამიანი არ იქნება დაშვებული.
მინისტრის თქმით, კიდევ ერთი ტალღა დაიწყება 27 აპრილს. ამ დღიდან გაიხსნებიან მაღაზიები, რომელთა ფართობი 200 კვ/მ შეადგენს.
11 მაისს კი, 1000 კვ/მ-დე მაღაზიები გაიხსნება, თუ ისინი არ არიან განლაგებული სავაჭრო ცენტრებში, რომელთა ფართობი 5000 კვ/მ- ზე მეტია, ასევე, გაიხსნება ავტოსკოლები, სპორტდარბაზები, ფიტნესცენტრები გასახდელების გარეშე.
25 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები, სოლარიუმები, მასაჟისა და სხვა მსგავსი მომსახურების სალონები, ასევე, მუზეუმები, გალერეები და ზოოპარკები.
ბოლო ეტაპია 8 ივნისი, როდესაც გაიხსნება 5000 კმ/მ-ზე დიდი ფართობის სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები, ღვინის ბარები, სასტუმროები, თეატრები და ტურისტული მარშუტები.
საზოგადოებრივი ღონისძიებები დასაშვები იქნება მხოლოდ 50 ადამიანის მონაწილეობით.
“აღნიშნული სცენარი განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პანდემია კონტროლზე გვექნება, როგორც ეს აქამდე იყო”, – განმარტა მინისტრმა.