მამუკა მდინარაძე: პოლიტიკა და პოლიტიკოსი არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, ეს შეთანხმების ნაწილია და ეს შეთანხმება აღსრულდება

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს რომ გულწრფელად ეპასუხათ თქვენს შეკითხვაზე, უნდა ეთქვათ, რომ რა პრობლემაა, (პოლიტიკოსმა) უნდა აიღოს და დარეკოს მოსამართლესთანო იმიტომ, რომ მათთვის ნორმა იყო ეს თავის დროზე. ხანდახან დარეკვაც არ ჭირდებოდათ და ურეკავდნენ სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. დღეს ეს არ ხდება, საბედნიეროდ, და არც არასდროს მოხდება”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში დასმულ შეკითხვას ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო და დემოკრატიული საზოგადოება მოგვიწოდებს, რომ მართლმსაჯულებაში არავინ უნდა ჩაერიოს და არანაირი ნიშანი  უნდა იყოს ვინმეს ჩარევისა, მაშინ ესენი ჩვენ გვთხოვენ მართლმსაჯულების მისაღები გადაწყვეტილების შედეგთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას. წარმოუდგენელი ამბავია. ვერასოდეს აიღებს პოლიტიკოსი მოსამართლის, პროკურორის მაგივრად პასუხისმგებლობას. ეს შეუძლებელია, რაც  უნდა განცხადებები გაკეთდეს. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ არ ჩავერევით. შეთანხმება ამ თემაზე მიღწეული იყო ის, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსი არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს არის შეთანხმების ნაწილი და ეს შეთანხმება აღსრულდება. თუ ვინმე ამბობს, რომ იქ საუბარი იყო კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე, ეს არის ცალსახად ტყუილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები