გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ზოგიერთი ფიქრობს, უმჯობესია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვონ, რომ აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ მხარი იმას უნდა დაუჭირონ, ვინც მტერს შარვალჩახდილი ემუქრება. ორთოდოქსი „ნაცებიც“ არიან, რომლებიც სააკაშვილს აღმოსავლეთის ვაშინგტონად მიიჩნევენ, როგორც საკუთარ თავს უწოდებს. ამ სარკაზმის მიუხედავად უნდა გვახსოვდეს, რომ ამოცანა არ იცვლება და მითითებაც ერთია, რომ ერთად იყვნენ და საზოგადოებას დაანახვონ, აქ დემოკრატია და პლურალიზმი არსებობს“, ” განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები