მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორი მილიონს უახლოვდება
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კოროვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორ მილიონს უახლოვდება. შეერთებული შტატები ეპიდემიის ცენტრად რჩება, სადაც 582 ათასზე მეტი პირია ინფიცირებული. მთლიანობაში, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 – თ 23,6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ დაავადების გავრცელების ტემპი ევროპაში შემცირდა. ზოგიერთმა ქვეყანამ საკარანტინო ღონისძიებები შეასუსტა კიდეც.
ბოლო ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში, ჯამურად, 1 მილიონი 945 ათასი პირია ინფიცირებული. Covid-19–ით 120 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 465 ათასი კი გამოჯანმრთელდა.