ჩხოროწყუში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში, დღეს ქალაქ ჩხოროწყუში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა დაიწყო. მოირეცხა კოსტავას და გობეჩიას ქუჩები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები.
მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოებს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ა(ა)იპ მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა პერიოდულად გაგრძლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები