ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებულია ექიმი
ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. “კოვიდ19-ით” ინფიცირებული მამაკაცი ადგილობრივია და ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
„მამაკაცმა გუშინ მოგვმართა. იგი გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში და სამწუხაროდ, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.” – განაცხადა მედიასთან ნანა მხეიძემ. მხეიძის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა აღებულია და შემდეგი კვლევისათვის ლუგარში გადაიგზავნა.