გიორგი გახარია: ქვეყანაში სასურსათო მომარაგების პრობლემა არ იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში სასურსათო მომარაგების პრობლემა ამ ეტაპზე არ არის და არც მომავალში იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისა და ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოქალაქეებს ამ პროდუქტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია დადის, რომ ევრაზიულმა კავშირმა ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგებზე, განსაკუთებით – იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს და მეტსაც გეტყვით, არ იარსებებს. ქვეყანაში სასურსათო მომარაგების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება,  არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა,  ეს შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები