ლევან გოფოძე: რესპუბლიკურში ინფიცირებული სასულიერო პირი არ გვყოლია
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი არასდროს ყოფილა. როგორც მან აღნიშნა, საავადმყოფოში მყოფი ყველა ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჩვენთან სასულიერო პირი არასდროს ყოფილა. ამ დროისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია, მათგან 21 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია განთავსებული. გუშინ 1 პაციენტი გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან მისი ოჯახის წევრები იქ იყვნენ განთავსებულები. ინფიცირებულ პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია, მათ უმეტესობას პნევმონია აღენიშნებათ, ბოლოს გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევიდან სხვადასხვა კლასტერია, თუმცა ვიცით, ვისთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.