სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

მკაცრი შეზღუდვები – იძულებითი ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეკონომიკურ აქტივობას მინიმუმამდე ამცირებს.

ბიზნესების მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩერდა, ნაწილი აგრძელებს მუშაობას დაბალი სიმძლავრეებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, არ შეეჩერებინა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კრიზისის პირობებში ზოგიერთ კომპანიას აქტივობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. კომპანია Lafarge/GCC ცემენტს აწარმოებს, რომლის პროდუქციაც სწორედ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება.

Lafarge/GCC-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ ტიპის საწარმოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების ციკლის შენარჩუნებას, თუნდაც – შემცირებული სიმძლავრეებით.

როგორ უმკლავდება ეს დარგი პანდემიის გამოწვევებს, რა მდგომარეობაშია დღეს ცემენტის ბიზნესი საქართველოში – მერაბ ჩიხრაძე ჩვენს კითხვებს პასუხობს.

– საყოველთაო კარანტინის ფონზე ბევრი ბიზნესი გაჩერდა. თქვენ როგორ ინარჩუნებთ პოზიციას?

– სხვა ბევრი  ბიზნესისგან განხვავებით, ჩვენი ცემენტისა და ბეტონის წარმოება არ გაჩერებულა და ვაგრძელებთ ოპერირებას, რადგან მთავრობის მიერ მიღებულია სწორი გადაწყვეტილება – საყოველთაო კარანტინი არ შეეხოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შესასრულებლად საჭიროა სწორად ჩვენი პროდუქცია. თუმცა, ბიზნესის ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ცემენტის მთავარი ნედლეულის ღირებულება დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის კურსზე. სამწუხაროდ, ლარის გაუფასურების გამო, როგორც ყველას, ასევე, ჩვენც გარკვეულწილად ზარალი მოგვადგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნების წინაშე და რადგან ჩვენი საქმიანობა ბიზნესის ფრონტის წინა ხაზზე დგას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ სამშენებლო სექტორს. შესაბამისად, სრულიად ვიზიარებთ და მივყვებით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

– გაყიდვების მოცულობა რამდენი პროცენტითაა შემცირებული და მშენებლობის რომელი სეგმენტის შეფერხებამ გამოიწვია ეს შემცირება?

საწარმოო სიმძლავრეები შეგვიმცირდა. აქ ლაპარაკია, დაახლოებით, გაყიდვების 30%-იან ვარდნაზე, რაც ამ ტიპის ბიზნესისთვის ცოტა არ არის. კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც ყველგან, საქართველოშიც დროებით შეჩერებულია გარკვეული რაოდენობის მსხვილი და საშუალო კერძო პროექტები, რადგან მოგეხსენებათ ასეთი ტიპის პროექტები დამოკიდებულია მათ გაყიდვების პორტფელზე და საბანკო კრედიტებზე. საგრძნობლად შემცირდა საცალო სექტორი.

-რადგან თქვენი საწარმოები არ გაჩერებულა, გვითხარით, რა ტიპის უსაფრთხოების ზომებს ატარებს თქვენი კომპანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის?

– სათავო ოფისი სრულად დისტანციურ მართვაზეა გადასული და, შესაბამისად, ყველა რჩება სახლში. რაც შეეხება წარმოებებს – მივყვებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ covid-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს. მკაცრად ხორციელდება თანამშრობლების კონტროლი და ყველა იმ წესების დაცვა, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში. ჩვენთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საწარმოო ციკლში ჩართული არცერთი ადამიანი.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები