საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458 პირი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებული, ხოლო 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები