ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური მუზეუმი „დედა ენის“ გამოფენას მასპინძლობს

ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს და საგამოფენო დარბაზის დათვალიერება მსურველს უკვე ონლაინ შეუძლია.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, დარბაზში პერიოდული თემატური გამოფენები გაიმართება.
ამჯერად გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ, სხვადასხვა დროს გამოცემულ „დედა ენას“ უმასპინძლებს. გამოფენა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო.
ეროვნული ბიბლიოთეკა ულოცავს ყველას „დედაენის დღეს“ და მსურველს სთავაზობს „დედა ენების“ ვირტუალური გამოფენის ბმულს: https://www.nplg.gov.ge/exhibitions/dedaena/

გამოფენაზე მუშაობდნენ: ლევან თაქთაქიშვილი, დავით მჭედლიშვილი, რუსუდან ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები