მამა ანდრია სარია: კორონავირუსით ვერის ტაძრის მღვდელმსახური დაინფიცირდა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ვერის ტაძრის მღვდელმსახური, გიორგი პაპავაა.

„როგორც ცნობილი გახდა, ვერის ტაძრის მღვდელმსახური (იოანე ღვთისმეტყველში), მღვდელი გიორგი პაპავა დაინფიცირდა კორონავირუსით. მრევლის თქმით, ბზობასაც ჰქონდა ადამიანებთან შეხება, რაც საყურადღებო და საგულისხმოა. მღდელმთავარ იაკობის სიქადულმა: ყველა კლასტერი არსებობს და ეკლესიის კლასტერი არ გვაქვს!!! ასე იცის სიბნელემ, სიუვიცემ და უსიყვარულობამ! ფარისევლებმა როგორ იზმით ის გააკეთეს, რომ ქრისტე აცვეს ჯვარს… იაკობისნაირი ხალხი კი საქართველოს მოსახლეობას ,,აცვამენ” კორონავირუსზე… ღმერთი ყოველ ნაბიჯზე გვამდაბლებს მათი უგუნურების გამო!!! ღმერთმა დალოცოს ეს მღვდელი“, – წერს მამა ანდრია „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები