მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 5 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა, რომელთაგან 4 მოზარდია

“ჩვენთან გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

“24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა, ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები