საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა, 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.
296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები