აშშ-ის მისისიპის, სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და არკანზასის შტატებს ტორნადომ გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი, წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, დენის გარეშე 750 ათასზე მეტი აბონენტია დარჩენილი.
სინოპტიკოსები მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და ჭექა-ქუხილის შესახებ კიდევ რამდენიმე შტატს აფრთხილებენ: ფლორიდის, კენტუკის, კაროლინისა და ტენესის შტატებს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მიმართავს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და ქუჩებში ძალიან ფრთხილად იყვნენ. ზოგიერთ რაიონში ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი.