6 წლის გიორგის წერილი პატრულს – “მადლობა, რომ თქვენს თავს რისკავთ და ჩვენ გვიცავთ”

პატრულ-ინსპექტორი გიორგი მახარაშვილი სოციალურ ქსელში 6 წლის გიორგის ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლითაც ბავშვი პატრულს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

“პატრულო, მადლობა, რომ თქვენს თავს რისკავთ და ჩვენ გვიცავთ. ჩვენ წესებს ვიცავთ და ვცდილობთ, თქვენ უფრო ცოტა მუშაობა გქონდეთ,”- წერს 6 წლის გიორგი.


როგორც “კვირამ” გაარკვია, პატრულ-ინსპექტორ გიორგი მახარაშვილს აღნიშნული წერილი, თბილისის ერთ-ერთ უბანში პატრულირებისას, 6 წლის გიორგის დედამ გადასცა. მან აღნიშნა, რომ პატარა გიორგის ძალიან უყვარს პატრული, იცავს წესებს და დიდ მადლობას უხდის სამართალდამცველებს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები