ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში COVID-19-ის საინფორმაციო კამპანიას ბიზნესსექტორი შეუერთდა

ევროკავშირის პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ათი რეგიონული ჰაბის, ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით ხორციელდება.

მოსახლეობის პირდაპირი ფორმით ინფორმირების მიზნით, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე – პურზე, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პურის მწარმოებელი კომპანიების: „ელვა“, შპს “მადლიანი 1“, შპს „ლეკო“ , შპს „ვასაძის პური“, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“, შპს „ნაღდი პური“, შპს „ცინბა“ მიერ წარმოებულ 173,760 პურზე საინფორმაციო სტიკერები განთავსდა. ხოლო, 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უფასოდ გავრცელდება სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია, საქართველოს ათივე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ, რაც იმ უწყებების სარეკომენდაციო წესებისა და საკონტაქტო ინფორმაციების გავრცელებას გულისხმობს, როგორიცაა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112; ჯანდაცვის სამინისტრო; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი.

სურსათის ჩანთები გასავრცელებლად ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებლო ორგანოებს გადაეცემათ, რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით მოწყვლად ჯგუფებს პროდუქტებს აწვდიან.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები