სტამბოლსა და ანკარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ახალი წესი ამოქმედდა

“სტამბოლსა და ანკარაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ახალი წესია შემოღებული”, – წერს Huriyet-ი.

კერძოდ, სტამბოლში მგზავრები და მძღოლები ვალდებულნი არიან, სამედიცინო ნიღაბი ატარონ, მგზავრებს ნიღბის გარეშე ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ. საქალაქო ავტობუსების მძღოლებს დამცავი ხალათები ეცმევათ.

სოციალური დისტანცირების დაცვის წესის სათანადო შესრულებისთვის, სატრანსპორტო საშუალებები 50% დატვირთვის იმუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსში მხოლოდ ადგილების ნახევარი იქნება დაკავებული.

მგზავრები ვალდებული იქნებიან ფანჯარასთან ახლოს მდებარე სავარძელი დაიკავონ, გასასვლელი კი თავისუფალი უნდა იყოს.

ახალი წესის თანახმად, ყველა სატრანსპორტო საშუალებასა და გაჩერებაზე სადეზინფექციო საშუალებები იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ანკარას – ავტობუსების ქსელი რეგულარულად იმუშავებს, სტამბოლის მსგავსად, აქაც მგზავრები ვალდებულები არიან, ატარონ პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებიან დაჯარიმებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები