პარიზში მღვდელი სააღდგომო მსახურებისთვის 135 ევროთი დააჯარიმეს

პარიზში მღვდელს, რომელმაც, კარანტინის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია ჩაატარა, 135 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

ადგილობრივი მედია წერს, რო,მ აკრძალვის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში მდებარე სენ ნიკოლას ეკლესიამ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება გადაწყვიტა, რომელსაც მრევლიც ესწრებოდა.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც მათ შეტყობინება ახლოს მდებარე სახლებში მცხოვრებ მოსახლეობისგან მიიღეს. ტაძარში, იმ მომენტისთვის, 40-მდე მორწმუნე იმყოფებოდა.

მღვდელმა ჯარიმა გადაიხადა, თუმცა მრევლზე აღნიშნული არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები