ანდრეა ბოჩელიმ მილანის ტაძარში სააღდგომო ონლაინკონცერტი გამართა

ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ ტაძარში სოლოკონცერტი „იმედის მუსიკა“ („Music for hope“) გამართა.  კონცერტი მომღერლის იუთუბის არხით გადაიცა.
პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 22 მილიონმა ადამიანმა ნახა, ინდოეთიდან ლათინურ ამერიკამდე.
ბოჩელის თქმით, მუსიკის წყალობით, მილიონობით ადამიანმა „დედამიწის მფეთქავი და დაჭრილი გული“ გულში ჩაიკრა.
ლეგენდარული ტენორის კონცერტი კათოლიკურ აღდგომას მიეძღვნა და სასულიერო ჰანგები აჟღერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები