აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა – გარდაცვლილთა რაოდენობით ის მსოფლიოში დღეს პირველ ადგილზეა. უფრო ადრე, ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა იტალიაში დაფიქსირდა, თუმცა, ამჟამად ევროპაში ვითარება სტაბილიზაციას იწყებს.

უფრო კონკრეტულად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში Covid-19– ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 20.6 ათასი შეადგინა, ხოლო 530 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირებულია. ცნობილია, რომ 11 აპრილს შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსით ყველაზე მეტი, ორ ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

მთელს მსოფლიოში, კოვიდ-19-ით ჯამში 1 მილიონ 784 ათასი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის, 110 ათასი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები