ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიაზე: ასეთია კოლექტიური “ჩაჯვის” და კორონაცების ნამდვილი სახე
“ასეთია კოლექტიური “ჩაჯვის” და კორონაცების ნამდვილი სახე”,- ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ვიდეოს აზიარებს.
ანჯაფარიძის თქმით, ყველაზე სამწუხაროა ის, რომ მათ კიდევ ჰყავთ ამომრჩეველი.
“აი ასეთია კოლექტიური “ჩაჯვის” და კორონაცების ნამდვილი სახე.
ამათ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ რაც შეიძლება ბევრის სისხლი დალიონ (უყურეთ ვიდეოს ბოლომდე თუ ნერვები გეყოფათ)
რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ამომრჩეველი, რომელიც ალბათ ისეთივეა როგორც ეს”,- წერს ანჯაფარიძე.