არჩილ თალაკვაძე აღდგომას ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც დღესასწაულს დღეს აღნიშნავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და სომეხ თანამოქალაქეებს, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
“ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, – ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთეს, ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ, მრავალს დაესწარით!”,- აცხადებს თალაკვაძე.