გურიაში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 500 – მდე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები დარიგდა. სასურსათო კალათა გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

“მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ყოფა შევუმსუბუქოთ და დახმარება გავუწიოთ. მთავარია, მათ დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მოსახლეობის დახმარება. მისი თქმით, საკვები პროდუქტების ეს კალათა, მიეწოდება იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

პროდუქტების დარიგების პროცესში მოხალისეებიც არიან ჩართულნი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები